March 24, 2011

ვილჰელმ ლეოპოლდ ფონ დერ გოლც-ფაშა

ისტორიული "კურიოზებიდან": გერმანელი ბარონი ვილჰელმ ლეოპოლდ  კოლმარ ფონ დერ გოლცი ,მეტსახელად გოლც ფაშა ( 1843-1916), პრუსიელი გენერალ ფელდმარშალი,სამხედრო ისტორიკოსი და მწერალი,ხელმძღვანელობდა XIX საუკუნეში შექმნილ ოსმალურ სამხედრო სკოლებს. წარმოშობით გერმანელი ეკატერინე მეორე აშენებდა რუსეთის იმპერიას,გერმანელი გოლც ფაშა ემსახურებოდა ოსმალებს,და ეს რუსეთ-Опубликовать сообщениеთურქეთის ომების ფონზე...

March 23, 2011

ქართული სამართალი: " კანონით გეკუთვნის მაგრამ კაცობით არ გეკუთვნის".

March 21, 2011

შოთა რუსთაველი


 



  • ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია

  • მძულს უგულო   სიყვარული,  ხვევნა, კოცნა, მტლაშა–მტლუში.

  • გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
  • კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოდინდების.
  • არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.

არდასავიწყი ხალხი

 არდასავიწყი ხალხის და ამბების გახსენება :          
   «...1870-ან წლებში   ზოგი აფხაზი ახალგაზრდა გაიტაცა მაშინ საქართველოში გაჩენილმა ხალხოსნობამ. მამაც ქართველ ხალხოსანთა მძიმე ხვედრი  გაიზიარეს მათმა აფხაზმა მოძმეებმა-ალექსანდრე მარღანიამ,ელისაბედ ( ლიზა) და მარიამ შერვაშიძემ. 
          ალექსანდრე მარღანია იყო  გამოჩენილი ქართველი ხალხოსნები ისიდორე ქიქოძის და მიხეილ ყიფიანის მიერ 1875 წელს ქუთაისში დაარსებული რევოლუციური წრის ერთ-ერთი მთავარი მოღვაწე. ეს იყოსაქართველოს ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ორგანიზაცია. 

March 20, 2011

ოვანეს თუმანიანი

ოვანეს თუმანიანი
საქვეყნოდ ცნობილია, რომ ოსმალეთთან ომის დროს, სადაც დაიღუპა მისი უფროსი ვაჟი, ოვანეს თუმანიანმა შვიდი ქალიშვილი გაგზავნა ფრონტზე მოწყალების დებად, და როცა ქართველ-სომეხთა ომი დაიწყო, ზოგი მის შვილებთაგან მოხვდა ერევანში, ოვანეს თუმანიანმა უბრძანა შვილებს არ მიეღოთ მონაწილეობა ომში, თორემ ის მათ დასწყევლიდა – ეს იყო დიდი სიყვარულის აქტი(ტიციან ტაბიძის მოგონებებიდან ოვანეს თუმანიანზე).

კახის ეკლესიის უახლოესი წარსულიდან


მინდა გაგაცნოთ, ადამიანი, რომელმაც მიუხედავად თავისი მოღვაწეობის მოკლე პერიოდისა, მან აქ, საინგილოში, თავისი სიტყვა ნამდვილად თქვა და მინდა ყველამ იცოდეს მისი ღვაწლის შესახებ. არ არის აუცილებელიადამიანი ღრმად მოხუცდეს, გარდაიცვალოს და მერე დავინახოთ მისი ღვაწლი და დავაფასოთ (შეძლება საერთოდაცვერც დავინახოთ). ის ახალგზრდა და განათლებული ადამიანია და დღეს ვეჟინის მონასტერში განაგრძობს მოღვაწეობას. ყოველთვის მინდოდა მის შესახებ ბევრ ადამიანს სცოდნოდა საქართველოში, მაგრამ მხოლოდ ახლა, ბატონი გიორგი მარჯანიშვილის წყალობით, მომეცა ამის გაკეთების საშუალება.

როდესაც მამა იოანე (აბასაშვილი) კახის ეკლესიაში, გაამწესეს (2002 წელი, კახის მოქმედი ეკლესია ძალზე მძიმემდგომარეობაში იმყოფებოდა (განსაკუთრებით სამეურნეო კუთხით). მარტო იმას აღნიშვნაც კი საკმარისია, რომმღვდლებს, პატარა საცხოვრებელი ოთახიც კი არ გააჩნდათ (2002 წლამდე ყველა წინამძღვარი ან ქირით ცხოვრობდა ან ჩამოდიოდა, ატარებდა წირვა-ლოცვას და უკან საქართველოში ბრუნდებოდა).

მორწმუნეები უკვდავების წყაროსთან,ადრეფეოდალური ხანა ( ძველი კავკასიური ალბანეთი, დღევანდელი აზერბაიჯანი,ნაპოვნია მინგეჩაურთან).


ქართული ცენტრი კახში




კახის ქართულ ცენტრს არანაირი დაფინანსება არ ჰქონდა. ჩვენ 7-8 წლის ანმავლობაში ანაზღაურების გარეშე ვმუშაობდით. ეს ცენტრი ერთად-ერთი დამოუკიდებელი ქართული ორგანიზაცია იყო. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციასა და კანონებს ვემორჩილებოდით. კორუმპირებული და შოვინისტი ჩინოვნიკები ვერ ახერხებდნენ ჩვენს ცენტრზე კონტროლის დამყარებას. მთავარიც სწორედ ეს იყო.
ცენტრში სრულიად თავისუფალი ქართული გარემო გვქონდა შექმნილი და სწორედ ეს განასხვავებდა ამ ცენტრს სხვა ქართულ ორგანიზაციებისაგან. სწორედ ეს არის მიზეზი ცენტრის შენობის აღდგენის ამდენ ხანით გაჭიანურებისა და ეს იმ დროს, როცა საქართველოს მხარე თანახმაა შენობა საკუთარი ხარჯებით აღადგნოს).
სავარაუდოდ აპირებენ რაღაც ახალი ცენტრის ,,შექმნას " , გარწმუნებთ, რომ ეს იქნება ისეთივე შინაარსგამოცლილი ცენტრი როგორიცაა ე.წ. ქართული სათვისტომო, თეატრი, სკოლები და სხვა. აქაურ ჩინოვნიკებს, საჩვენებლად მხოლოდ აბრები სჭირდებათ და მგონი ეს საქართველოს მხარესაც აწყობს უკვე. აგერ უკვე ერთი წელი გავიდა რაც ველით პასუხს თუმცა...(ხანძრის შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით, პირადად მე მხოლოდ ერთხელ, ისიც სრულიად შემთხვევით შევხვდი საქართველოს პარლამენტის წევრებს. ეს იყო ერთი წლის წინ და ამის შემდეგ არც არავინ აღარ დაგვკავშირებია. შენობა ყოველ დღე ინგრევა და ალბათ მისი აღდგენა ვეღარ მოხერხდება. სამწუხაროდ აი ასეთი სიტუაციაა!

ეროვნული კომიტეტის დეკლარაცია 1935 წ.

სოც.დემ. პარტიის ანტიეროვნულ პოლიტიკას მოყვა შედეგად ის, რომ დამოუკიდებელმა საქართველომ მხოლოდ სამი წელიწადი იარსება და მტრის ერთი სულის შებერვით გაჰქრა. სამშობლოდან გამოქცეულ საქართველოს მთავრობამ ნაცვლად იმისა, რომ მას ეღიარებია თავისი შეცდომანი, დაეგმო წარსული, პარტიულ პოლიტიკაზე ხელი აეღო და

ზვიად გამსახურდია: ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს

ძვირფასო დებო და ძმებო!
ჩეჩენ, ინგუშ და ქართველ ხალხებს შორის ძმობას, მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩვენს წინაპრებს არაერთგზის შეუშველებიათ ხელი ერთმანეთისათვის გასაჭირის დროს. გასაჭირი კი ხშირად დაგვტეხია თავს. კავკასიაში შემოსული ყოველი მტერი პირველ რიგში კავკასიელ მკვიდრ ხალხთა გათიშვას და მათ ცალ-ცალკე განადგურებას ცდილობდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა კავკასიელთა შეკავშირება და საერთო მტრის წინააღმდეგ ერთ მუშტად შეკვრა, რითაც მოხერხებულად სარგებლობდნენ დამპყრობლები.

March 19, 2011



    " ყველა ვინც მიდის თავისი გზით გმირია. ყველა ვინც აკეთებს იმას რაც შეუძლია გმირია".


" სიბრძნეა იფიქრო პესიმიზმით და იმოქმედო ოპტიმიზმით" 
( ჰერმან ჰესე)
ბიბლიოთეკა

მივიწყებული წარსულიდან...: სამანელები

ავტორი გეგა არდაზიშვილი. 
გამოყენებული წყარო გიორგი ცოცანიძე, თუშური ქრონიკები
უკანასკნელ სამანელს თავისი წარსული არასოდეს უნანია მან სამანის მეთაურების - ადამ ბობღიაშვილისა და მიხეილ იმედიძის - მოჭრილი თავები ნახაღალატიცათი წელი გადასახლებაში გაატარამერე კომუნისტურ პარტიაში შესვლას
სთავაზობდნენმაგრამ დაწყებულ საქმეს ვერ აკადრაშეთქმულების გაცემის შემდეგ ‘’სამანელები დაიქსაქსნენ’’

ვანე ჯავახიშვილი – “საქართველოს საზღვრები”

შესავალი
საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს სამზღვრები ტომობრივ მოსახლეობის სამზღვრებს არა ერთხელ გასცილებია, და ძლიერების ხანაში XI-XI საუკუნემდე, განსაკუთრებით მე-XII საუკუნეში დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს საქართველოს, მთელი ამიერი კავკასიაც კი ეკუთვნოდა. ქვემო მოყვანილს

კახის ეკლესიის უახლოესი ისტორია


მამა იოანე
მინდა გაგაცნოთადამიანირომელმაც  მიუხედავად თავისი მოღვაწეობის მოკლე პერიოდისამან აქ,საინგილოშითავისი სიტყვა ნამდვილად თქვა და მინდა ყველამ იცოდეს მისი ღვაწლის შესახებარ არის აუცილებელიადამიანი ღრმად მოხუცდესგარდაიცვალოს და მერე დავინახოთ მისი ღვაწლი და დავაფასოთ (შეძლება საერთოდაცვერც დავინახოთ). ის ახალგზრდა და განათლებული ადამიანია და დღეს ვეჟინის მონასტერში განაგრძობსმოღვაწეობასყოველთვის მინდოდა მის შესახებ ბევრ ადამიანს სცოდნოდა საქართველოშიმაგრამ მხოლოდ ახლა,ბატონი გიორგი მარჯანიშვილის წყალობითმომეცა ამის გაკეთების საშუალება.

ნამდვილი საზოგადოება: ზ. ედილის წიგნიდან /,,საინგილო,,/ თბილისი 1947 წელი

ნამდვილი საზოგადოება: ზ. ედილის წიგნიდან /,,საინგილო,,/ თბილისი 1947 წელი

ზ. ედილის წიგნიდან /,,საინგილო,,/ თბილისი 1947 წელი

ინგილო ქალი თუნგით

კაცები სოფელ კაკიდან

ინგილო ქალები სოფელ
კაკიდან სადღესასწაულო
ტანსაცმელში

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი


საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა მრავალპარტიუობის საფუძველზე