August 5, 2011

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-11 :

თავი მეორე :
გადახრები და ნორმალიზაცია  1981-1988:
იმ დროს როდესაც სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი მერყეობს და ეძებს ახალ გზას დასავლეთ ევროპის ნაწილს 1981-198 წლებში თავს დაატყდა ვარდისფერი ტალღა. და ამან ახალი იმედები გაუჩინა დაშნაკებს.
. 1981 წელს ფ. მიტერანის გამარჯვებას საფრანგეთში მოჰყვა მემარცხენეთა გამარჯვება საბერძნეთში,ავსტრიაში,ესპანეთში,შვედეთში. მესამე სამყაროს უფრო მომხრე მთავრობათა პოლიტიკა ამხნევებს ხალხთა ბრძოლას.

 დაშნაკებმა იციან რომ სამხედროთა თურქეთი ვერ მოხიბლავს პროგრესისტულ ევროპას. საბერძნეთი ცდილობს თურქეთის იზოლირებას საერთაშორისო სცენაზე მისი დიქტატორული რეჟიმისა და თურქულ-ევროპულ ურთიერთობათა შენელების დაგმობით.

1. საფრანგეთი :დაშნაკთა წმინდა მიწა :
« შეუძლებელია თქვენი დამაზარელებელი გენოციდის კვალის წაშლა », განაცხადა მიტერანმა 1981 წლის 23 აპრილს ანუ სამი დღით ადრე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე და გენოციდის თარიღის გახსენების წინ.
1981 წლის 10 მაისს დაშნაკები საფრანგეთში თუ საზღვარგარეთ სხვა მემარცხენეებთან ერთად ზეიმობენ ამ გამარჯვებას რომელსაც თავის გამარჯვებად მიიჩნევენ. .
  Mმეტიც,ზოგი სოციალისტურ საფრანგეთს უყურებს როგორც მებრძოლი ხალხების მომხრე დაშნაკურ მიწას.
  Pპიერ მორუას მთავრობაში არის მრავალი არმენოფილი მინისტრი. Lლიონელ ჟოსპა (მომავალში საფრანგეთის პრემიერ მინისტრი ტროცკისტი,მთარგმნელი) ყურადღებით უსმენს დაშნაკებს რომელთაც მხარში უდგას მთავრობის მძიმე წონოსანი შ.ერნუ  (ფრანგული პრესის ცნობით ფ.მიტერანის ერთგული მომხრე და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი შარლ ერნიუ 1953-1963 წლებში ფულის სანაცვლოდ იყო ბულგარული, რუმინული და საბჭოთა სპეციალური სამსახურების ინფორმატორი,მთარგმნელი).
  მართლმსაჯულების სფეროში ცვლილებები დაუყოვნებელია, სომეხ ტერორისტებს უფრო მოწყალე თვალით უყურებენ. Dდა ბოლოს 1981 წლის სექტემბერში გააუქმეს სიკვდილით დასჯა.
 სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია დაშნაკცუტიუნმა ფ. მიტერანის საფრანგეთი აამაღლა ჰაიტადისტური რევოლუციის წმინდა მიწის რანგში და თავისი XXII ყრილობა მოაწყო პარიზში 1981 წლის 1-18 დეკემბერს... (გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment