August 5, 2011

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-20

ომი მთიანი ყარაბაღისთვის, მზადდება:
1989 წლის ზაფხულიდან თითქოს ვეღარაფერი და ვეღარავინ აჩერებს ძალადობას ყარაბაღში, ვერც აზერბაიჯანელი კომუნისტები თუ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მომხრეები,ვერც სომხები და ვერც საბჭოთა კავშირის ცენტრალური ხელისუფლება.
   ტყიანი და ხევხუვებიანი რეგიონი ხელს უწყობს წინააღმდეგობის გაწევას...

 დაიწყო პარტიზანული ომი ცალკეული სოფლების, ველების, უღელეტეხილების, მთების,გზების დასაპყრობად. იპყრობენ ტყეებს რომლებიც გარს ერტყმიან თავზარდაცემული მკვიდრებისგან დაცლილ სოფლებს. 1989-1991 წლებში სომხები და აზერბაიჯანელები იბრძვიან ყოველი სოფლისთვის. იპყრობენ დღეს, კარგავენ მერე რათა ისევ დაიპყრონ ზეგ. სოფლის დაპყრობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სოფლურ ზონაში. ის დამპყრობელს აძლევს მტრის რესურსებს და იძლევა დამპყრობლისთვის სასურველი დემოგრაფიული ბალანსის შენარჩუნების საშუალებას. უღელტეხილების და რესურსებით მდიდარი ველების დაპყრობის მეშვეობით დამპყრობელი აკონტროლებს წყალს,ესე იგი მესაქონლეობას და მიწათმოქმედებას რაც გადამწყვეტია სოფლურ რეგიონში...

 იარაღი ფართოდ ვრცელდება. ერევანის და ბაქოს ქუჩებში დაეხეტებიან შეიარაღებული ადამიანები. იბარებენ საბჭოთა კავშირში და ვარშავის პაქტის ქვეყნებში გაფანტულ თანამემამულეებს. ამას ხელი შეუწყო ცენტრალური ევროპის სახალხო დემოკრატიების გამოღვიძებამ რის შედეგადაც საბჭოთა კავშირმა იქიდან დაიბარა თავისი მოქალაქეები.
  სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში ყოველ პოლიტიკურ ჯგუფს ყავს თავისი შეიარაღებული რაზმი. არ ჩამორჩნენ არც სომეხი კომუნისტები რომელთაც შექმნეს სომხური ეროვნული არმია. ყველა იკავებს პოზიციებს საბჭოთა სომხეთის საზღვრებთან და მთიან ყარაბაღში. აიარაღებენ სომეხ ლტოლვილებს აზერბაიჯანიდან,უმუშევრებს, გლეხებს, ობლებს, საბჭოთა კავშირში დამკვიდრებულ თანამემამულეებს, უმცირესობებს განსაკუთრებით აზერბაიჯანში რომელიც ფრონტზე აგზავნის ასობით ლეკს და ასე ცდილობს ჩაახშოს რუსეთ-
-აზერბაიჯანის საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ლეკების სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ.

  სომხები კი აზერბაიჯანში ქელბაჯარის უბეში ქმნიან ქურთულ ბრიგადებს. აიარაღებენ განსაკუთრებით სოფლებიდან გამოსულ სტუდენტებსაც...

  ამას გარდა დაშნაკები დოლარებით უხდიდნენ ხელფასს საბჭოთა არმიის მაღალი ჩინის ოფიცრებს რომლებიც როგორც წესი სპეციალურად ჩადიოდნენ მოსკოვიდან 1989--1990 წლებში თავდაცვის ასაწყობად. 

 აზერბაიჯანელების და სომხების მხრიდან ერთმანეთს ებრძოდნენ ასევე დაქირავებული რუსები. მათ გარდა აზერბაიჯანელები ქირაობდნენ თურქებსაც და უკრაინელებსაც.
 სამაგიეროდ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო ამისთვის საგანგებოდ ჩასული მრავალი სომეხი დიასპორიდან. მათ შორის იყო საფრანგეთის ციხიდან განთავისუფლებული და საფრანგეთიდან სომხეთში გაგდებული მონტე მელქონიანიც...( გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment