August 5, 2011

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-6:

1970 წელს მოხდა  სომხური რევოლუციური ფედრაცია დაშნაკცუტიუნის რადიკალიზაცია.
ფოტოზე: სომხური არადაშნაკურ-ანტიდაშნაკური მაგრამ ასევე ჩეკისტური ტერორისტული ორგანიზაცია "საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის"-ის დროშა (მთარგმნელი).

შესავალი 5. მესამე სამყაროს მომხრეობა და ტერორიზმი :
1970 წელს მოხდა  სომხური რევოლუციური ფედრაცია დაშნაკცუტიუნის რადიკალიზაცია.
  ესაა სტრატეგიული ტეხილი. დაშნაკებმა უარყვეს ძველი ანტისაბჭოთა სტრატეგია და ჩათვალეს რომ თურქეთის საწინააღმდეგო სტრატეგიაა ის რაც მათ დააბრუნებინებს დაკარგულ ტერიტორიებს. 

 მაგრამ ლიბანის ომმა დაშნაკების ანტითურქულმა ტერორიზმმა და ტერორისტულმა შეჯიბრმა ასალასთან ( სომხური ტერორისტული ორგანიზაცია საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის) დააჩქარეს ჰაიტადისტური კულტურული რევოლუციის მარცხი. ეს კი შეიძლებოდა გადაქცეულიყო შიშველ ტერორად.
  1954-1961 წლებში არაბული სახელმწიფოები იღებენ პროსაბჭოთა ნეიტრალიზმს და სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის შეიარაღებული მკლავი სამხედრო საბჭო ხედავს თუ როგორ იშლება მისი დაზვერვის ქსელი რომლის თავდაპირველი დანიშნულებაც იყო ბრძოლა  კომუნიზმის გავრცელებასთან საშუალო აღმოსავლეთში.
  1970-ან წლებში სომხური ტერორიზმი, მაშ,არის ჰიდრა რომლის თავებსაც აქვთ აღდგენის უნარი...მაგრამ ისეც ხდება ხოლმე რომ ტერორიზმების შთამაგონებლები არიან სწორედ ანტიტერორისტული პოლიტიკის გამტარებლები და ღარიბის იარაღად წარმოდგენილი ტერორიზმი ბოლოს და ბოლოს ითხოვს პასუხს სახელმწიფოებისგან ანუ ტერორიზმს ზემოდან (ოლივიე მონგა,” ქვევიდან ზევით ყველა ტერორიზმის საუკუნე”,ჟურნალი “ესპრიტ”, 1994 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, გვ.3).

  შესავალი 6: ომი, ქსელი და მონდიალიზაცია:

 1990-1991 წლებში საბჭოთა კავშირის დასასრულმა დაბრუნების კარი გაუღო სომხურ რევოლუციურ ფედერაციას ზემო ყარაბაღისთვის კონტროლის გამო აზერბაიჯანთან მეომარ სომხეთში. მეტწილად სომხებით დასახლებული ეს რეგიონი სტალინმა აზერბაიჯანს შეუერთა 1921 წელს.
  მაგრამ დაშნაკები მაშინვე შეეჯახნენ პრეზიდენტი ლევონ ტერ პეტროსიანის ლიბერალურ პოლიტიკას.
ლევონ ტერ პეტროსიანი
  ლევონ ტერ-პეტროსიანმა 1994 წელს აკრძალა დაშნაკცუტიუნი სახელმწიფო უშიშროებისთვის საფრთხის შექმნის და კგბ-სთან თანამშრომლობის გამო. 
  1972-1994 წლებში სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის გენერალური მდივანი ჰრაირ მარუხიანის თქმით «სომხურ რევოლუციურ ფედერაციას ურთიერთობა აქვს ყველასთან ვისაც შეუძლია გარკვეული როლის შესრულება ჰაიტადიზმის განვითარებაში »(«ჰაიასტან », 1988 წლის 1-15 ნოემბერი)...

  სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი აკრძალული იქნა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით ზემო ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერის და სომხეთის მონდიალიზაციაში ინტეგრაციის წელს.
  დაშნაკების რეაბილიტაცია მოახდინა მხოლოდ დროებითმა პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა 1998 წლის 3 თებერვალს ლევონ ტერ პეტროსიანის პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგ...

   სომხურ რევოლუციურ ფედრაცია დაშნაკცუტიუნს აქვს მსოფლიოში გაშლილი ქსელი. ის დღეს არსებობს 30 ქვეყანაში და მოქმედებს ოთხ სივრცეში :  ამერიკაში, ევროპაში, საშუალო აღმოსავლეთში, კავკასიაში და ქმნის ნამდვილ სომხურ ინტერნაციონალს...

   სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი მონაწილეობს 30 ქვეყნის სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
  ის ლეგალიზებულია მხოლოდ საფრანგეთში, ლიბანში და სომხეთში და ქმნის 50 000-ზე მეტი ადამიანის გამაერთიანებელი ორგანიზაციების თანავარსკვლავედს.
(გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment