August 5, 2011

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი:

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი  (გაიძ მინასიანი წარმოშობით სომეხი ფრანგი  ექსპერტია)

სომხურ ტერორიზმზე
სომხებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენეს რუსეთის არმიის მოქმედება კავკასიაში. 
რუსეთის არმია დაინტერესებული იყო აზერბაიჯანელების და სომხების, აფხაზების თუ ოსების და ქართველების ერთმანეთზე გადაკიდებასა და გადამტერებაში. რათა ამით შეენარჩუნებინა თავისი პოზიციები ამიერკავკასიაში. დაახლოებით ასე იყენებდნენ ლიბანის შინაგან წინააღმდეგობებს სირიელები რომელთა მიზანიც იყო ლიბანში გაბატონება.

დაშნაკცუტიუნი მერყეობს «დიდსომხურ» ნაციონალიზმსა და თავისუფალი, გაერთიანებული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სოციალისტური სომხეთის მომცველ პლანეტარულ კონფედერაციაზე ინტერნაციონალისტურ ოცნებას შორის.

ასეთი სომხეთი კი დაშნაკთა აზრით უნდა იყოს რევოლუციური ბრძოლების შედეგი. ჰაიტადიზმს («სომხური საკითხი») უნდა სომხეთის და საყოველთაოს, რევოლუციური ძალადობის და საყოველთაო მშვიდობის პერსპექტივის დაკავშირება ერთმანეთთან.

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი, საფრანგეთის საუნივერსიტეტო გამომცემლობები, 2002, ჟან-მარი დემალდანის წინათქმა.
«ძველი არ ამთავრებს კვდომას, ახალი ვერ ახერხებს გაჩენას»  (რომენ როლანი).

წინათქმა:
მე მქონდა პატივი მეხელმძღვანელა მონუმენტური,1418 ფურცლიანი სადოქტორო დისერტაციისთვის სომხური რევოლუციური ფედერაციია დაშნაკცუტიუნის შესახებ, თუმცა უმეცარი ვიყავი ამ სფეროში. ნაშრომი ეხებოდა 1959-1998 წლების პერიოდს რომელსაც დაღი დაასვა ტერორიზმმა და შემდეგ სომეხ-აზერითა ომმა კავკასიაში. მიუხედავად ამისა საკითხი უფრო ფართოა და მისი ობიექტი, დაშნაკი, მომნუსხველია.
ის ორგანიზებული იყო 1890 წელს მეფის რუსეთში, ტფილისში (საქართველო, მთარგმნელი) და ოსმალეთის იმპერიაში და მან მისი დამფუძნებელი კრისტაფორ მიქაელიანის მოხერხებით მოიცვა ძალების ძალიან ფართო სპექტრი მომარქსისტო სოციალისტებიდან სამოციქულო ეკლესიასთან ახლოს მდგომ ნაციონალისტებამდე ხალხოსანთა სხვადასხვა ვარიანტის გავლით, ნაციონალისტებს და ლიბერალურ დემოკრატებს. მიქაელიანი 1905 წელს დაიღუპა ბულგარეთში სულთანი აბდულ ჰამიდ მეორის მოსაკლავად განკუთვნილი ყუმბარის გამოცდისას. ის 1907-1912 წლებში თანამშრომლობდა ახალგაზრდა თურქებთან და 1907 წელს გახდა II ინტერნაციონალის წევრი.

სომხური ტერორისტული ჯგუფი
 ასალას მოქმედებაზე 
სფრანგეთში 1986 წელს.
ახალგაზრდა თურქების მთავრობის მიერ სომეხთა გენოციდის მოწყობის შემდეგ დაშნაკთა პარტია იყო 1918-1920 წლებში ამიერკავკასიაში შექმნილი სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების სათავეში. ის გასრისეს ქემალისტების და აზერბაიჯანელების კავშირმა და შემდეგ წითელმა არმიამ და ბოლშევიკებმა.
მას შემდეგ დაშნაკცუტიუნი აეწყო დიასპორაში ცოტა-ცოტა მთელ მსოფლიოში: საშუალო აღმოსავლეთში, ლიბანში, სირიაში და ირანში, ევროპაში და განსაკუთრებით საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ლათინურ ამერიკაში და ა.შ.

დაშნაკცუტიუნს აქვს მრავალი მასობრივი ორგანიზაცია (ახალგაზრდული, სპორტული, საგანმანათლებლო, კულტურული, ქალთა, და სხვა ორგანიზაციები).
დაშნაკებად იბადებიან, დაშნაკებად ქორწინდებიან, დაშნაკებად კვდებიან. მაგრამ ძალიან ძნელია მისი როგორც დიასპორის ეროვნული ორგანიზაციის განსაზღვრა.

წინააღმდეგობებით სავსე ამ ორგანიზაციაში საზოგადოდ არის შინაგანი არასტაბილური წონასწორობა: ის ყოველთვის დემოკრატიულ მოძრაობად აცხადებს თავს და 1996 წელს გახდა სოციალისტური ინტერნაციონალის წევრი 40 წლის თხოვნა-მუდარის შემდეგ.

მიუხედავად ამისა დაშნაკცუტიუნის ხერხები ხშირად ტოტალიტარულია და მისი ისტორია მოფენილია მკვლელობებით, საეჭვო გაქრობებით და მრავალი 180 გრადუსიანი შემობრუნებით.

მას დაარსებიდანვე აქვს როგორც იატაკქვეშა სამხედრო ორგანიზაცია ისე საჯარო დიპლომატიური და პატივსაცემ-პატივცემული შტო (სომხური საკითხის დაცვის კომიტეტი) და ძალიან ძნელია მისი «ფედერალიზმის» მნიშვნელობის გაგება.
ეს «ფედერალიზმი» მერყეობს «დიდსომხურ» ნაციონალიზმსა და თავისუფალი, გაერთიანებული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სოციალისტური სომხეთის მომცველ პლანეტარულ კონფედერაციაზე ინტერნაციონალისტურ ოცნებას შორის.
ასეთი სომხეთი კი დაშნაკთა აზრით უნდა იყოს რევოლუციური ბრძოლების შედეგი. ჰაიტადიზმს («სომხური საკითხი») უნდა სომხეთის და საყოველთაოს, რევოლუციური ძალადობის და საყოველთაო მშვიდობის პერსპექტივის დაკავშირება ერთმანეთთან.

დაახლოებით იმავე ასაკის სხვა სომხური პარტიებისგან (ჰენჩაკი და რამგავარი) განსხვავებით სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი დადგა «თავისუფალი სამყაროს» გვერდით საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და ჩაება ცივ ომში.
მაგრამ 1965 წლისთვის დაშნაკცუტიუნის მსოფლიო ბიუროში გაბატონდნენ საშუალო აღმოსავლური კომპონენტები და მისი ინსტიტუტების (მსოფლიო ბიურო, მონეტარული ფონდი, პრესა, მასობრივი ორგანიზაციების ბინები) ცენტრად იქცა ბეირუთი სადაც პოლიეთნიკური ლიბანის დიდ სომხურ თემს ხელმძღვანელობს სწორედ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი.

სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი მესამე სამყაროს ნაწილად გადაიქცა დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის განმუხტვის განვითარების მცდელობების პერიოდში და მან თავისუფალი სამყაროს მომხრეობიდან გადაინაცვლა «პოზიტიური ნეიტრალიტეტის» პოზიციაზე, ის ჩამოშორდა მემარჯვენე მარონიტებს და აღშფოთდა პალესტინელების ჟლეტით (შავი სექტემბერი).

«პოზიტიური ნეიტრალიზმის» ეს პოზიცია განმტკიცდა სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის XX ყრილობაზე (1972) რომელმაც წამოიწყო «ჰაიტადისტური კულტურული რევოლუცია» და დაიწყო ბრძოლა სომხური დიასპორის მიმღებ ქვეყნებში სომეხთა ასიმილაციის წინააღმდეგ. მაშინ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის მსოფლიო ბიუროში გამოიკვეთა დაშნაკთა მემარცხენე და რევოლუციური ფრთის წარმომადგენელი ჰრაირ მარუხიანის ძალა. ის ამ ბიუროში თანაარსებობს მემარჯვენე ნაციონალისტი დაშნაკების წარმომადგენელ სარკის ზეიტლიანთან.

ამ ბრუნს ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის დაინტერესებამ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნით.

აქედან მოყოლებული მთავარი მტერი აღარაა დამოუკიდებელი სომხეთის მომსპობი ბოლშევიზმი და მისი მემკვიდრე საბჭოთა კავშირი.

მთავარ მტრად გამოცხადდა თავისუფალი სამყაროს და ნატოს წევრი თურქეთი რომლის წინააღმდეგ გამოყენებული უნდა იყოს ყველა საშუალება: გამიზნული ტერორიზმი თურქეთის დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლების, წინააღმდეგ. გაჩნდა სომხური გენოციდის გამო შურისმაძიებელთა ძალიან პროფესიული კომანდო. 

მიზანია აგრეთვე სომეხთა წინააღმდეგ მოწყობილი გენოციდის აღიარება გაეროს, აშშ-ს კონგრესის, ევროპარლამენტის და სხვა ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ. ამას კი სჭირდება პოლიტიკური ბრძოლა.

ტერორისტული აქტები თავიდან ეწყობა ნატოს სამხედრო ორგანიზაციიდან გასულ საფრანგეთში და ნეიტრალურ ავსტრიაში სადაც დაშნაკებს კონტაქტები აქვთ დამყარებული სოციალისტებთან ბრუნო კრაისკისთან და ფრანსუა მიტერანთან.
ტერორისტული აქტები ხელს უწყობენ სომხური საკითხის გახმაურებას და წარმოადგენენ ზეწოლის საშუალებას გენოციდის ასაღიარებლად და თურქეთის იზოლაციისთვის.

ამ ვირაჟმა მისი რადიკალობის მიუხედავად ხელი ვერ შეუშალა კიდევ უფრო ექსტრემისტული სომხური ტერორისტული ორგანიზაციის, «სომხური საიდუმლო არმია სომხეთის განთავისუფლებისთვის»-ის (აბრევიატურა ასალა) გაჩენას. ეს ექსტრემისტული ორგანიზაცია თავიდან ახლოს იყო პალესტინელი ჟორჟ ჰაბაშის ორგანიზაციასთან. ის ხელმძღვანელობდა გლობალური დიპლომატიური და პოლიტიკური სტრატეგიით რომელიც გმობდა დაშნაკების ძველ კავშირებს ამერიკის დაზვერვის ცენტრალურ სამმართველოსთან, ჰ. მარუხიანის ძველ კავშირს ირანის შახთან (ყველაფერი ეს უკვა წარსულს იყო ჩაბარებული) და დასავლეთში სომხური რევოლუციური ფედერაციის სტრატეგიის მარცხს (რონალდ რეიგანის არჩევა, 1978 წელს სოციალისტთა დამარცხება საფრანგეთში, გაეროში გენოციდის ამღიარებელი შესწორების ვერ გასვლა და სხვ.).

ამ ორ სომხურ ორგანიზაციას შორის გაიმართა სულ უფრო და უფრო გიჟური ტეერორისტული შეჯიბრი. ამავე დროს ლიბანის ტრაღედიაში გახლართული დაშნაკები ცდილობენ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას და სომხური თემის დაცვას. საფრანგეთში ორლის აეროპორტში და ლისაბონში მოწყობილი ტერორისტული აქტების (1983) შემდეგ შეჯიბრი გადაიზარდა ძმათამკვლელ ომებში. დაშნაკებშიც და ასალაშიც ხდებოდა განხეთქილებები და რეორგანიზაციები. დაშნაკები და ასალას წევრები ტერორისტული აქტების მოწყობისას სარგებლობდნენ მოწინააღმდეგე ორგანიზაციის სიმბოლოებით.

სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი მოხვდა სტრატეგიულ ჩიხში და იძულებული გახდა შეეწყვიტა ტერორისტული ბრძოლა.

მოქმედების ახალი ასპარეზი დაშნაკებს გაეხსნა მას შემდეგ მიხაილ გორბაჩოვის პერესტროიკის პოლიტიკა დაუპირისპირდა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსერვატულ კომუნისტურ პარტიას.
დაშნაკმა ჰ. მარუხიანმა გამოიყენა მოსკოვში ადრე დამყარებული კავშირები და სომხური რევოლუციური ფედერაცია დაუპირისპირდა საბჭოთა სომხეთის კომპარტიას რომელიც ლიგაჩოვის მომხრე იყო.

სუმგაიტში და შემდეგ კიროვაბადში (აზერბაიჯანი) სომხების ჟლეტისა და ერევანში კომუნისტების და მოსკოვის მოწინააღმდეგე ნაციონალისტური ყარაბაღის კომიტეტის გაჩენა-გაძლიერების შემდეგ დაშნაკები დაუპირისპირდნენ ყარაბაღის კომიტეტს და დადგნენ მოსკოვის მხარეს.

დაშნაკებმა განაცხადეს რომ მთავარი საშიშროებაა თურქული და აზერბაიჯანული პანთურქიზმი და რომ საბჭოთა კავშირი არის ფარი ამ საშიშროების წინააღმდეგ. ესე იგი ისინი დაუპირისპირდნენ საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებელი სომხეთის სახელმწიფოს აღდგენის იდეას.

ყველაზე საკვირველი ისაა რომ დაშნაკცუტიუნმა ფეხი მოიკიდა აზერბეიჯანის სომხურ ანკლავ ზემო ყარაბაღში და ეს მოხდა ვოლსკის საბჭოთა კომისიის ჩრდილში (ამ კომისიას ევალებოდა ანკლავის მართვა). სომხეთის ამაოხრებელი მიწისძვრის შემდეგ დაშნაკებმა სომხური დიასპორის მიერ მთელი სომხეთისთვის მობილიზებული დახმარება ყარაბაღს მოახმარეს.

ამასობაში სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში  იმარჯვებს ყარაბაღის კომიტეტიდან გამოსული სომხური საერთოეროვნული მოძრაობა. მან გაიმარჯვა 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

სომხური საერთოეროვნული მოძრაობის ლიდერი ლევონ ტერ პეტროსიანი სომხეთის დამოუკიდებლობის და დასავლური ტიპის მოდერნიზაციის მომხრეა. ეს პოლიტიკა კი მოითხოვს კეთილმეზობლურ ურთიერთობას მეზობლებთან და ესე იგი თურქეთთანაც და სწორედ აქ დაუპირისპირდა ლევონ ტერ პეტროსიანს სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი.

სომხეთში ლეგალიზაციის მსურველი დაშნაკცუტიუნი თანამშრომლობს სომხეთის პრემიერ მინისტრ ვასკენ მანუკიანთან და ამავე დროს გმობს ტერ პეტროსიანის «კოლაბორაციონიზმს და მარცხის მომხრეობას». დაშნაკები აწყობენ ყარაბაღში წითელი არმიის ოპერაცია «ბეჭედის» საწინააღმდეგო მოძრაობას და შემდეგ გადადიან კონტრ-შეტევაზე რის შედეგადაც დაშნაკებმა გაიმარჯვეს ყარაბაღის პარლამენტში სტეპანაკერტში 1992 წელს (ყარაბაღი აღმოჩნდა სომხეთის პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანის მტრების ხელში).

ლ. ტერ პეტროსიანი მიესალმა ბორის ელცინის მიერ საბჭოთა კავშირში კონსერვატული პუტჩის დამარცხებას, დაშნაკები ჩუმად იყვნენ. ამ სიჩუმეს მოყვა «ზემო ყარაბაღის რესპუბლიკის» გამოცხადება და 1991 წლის პლებისციტი სომხეთის დამოუკიდებლობის შესახებ.

ნაციონალისტური სომხური საერთოეროვნული მოძრაობა ემხრობა სომხური სახელმწიფოებრიობის აღდგენას და «გლობალიზაციის განვითარებასთან ერთად მსოფლიოში გამარჯვებულ ნეოლიბერალურ ინდივიდუალიზმს როგორც სომხეთში ისე დიასპორაში.

დაშნაკებისთვის პრიორიტეტია ერი, ომით ტერიტორიების გაერთიანება და სომხური დიასპორისა და დედა-სამშობლოს ერთიანობა.

სომხებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენეს რუსეთის არმიის მოქმედება კავკასიაში.

რუსეთის არმია დაინტერესებული იყო აზერბაიჯანელების და სომხების, აფხაზების თუ ოსების და ქართველების ერთმანეთზე გადაკიდებასა და გადამტერებაში. რათა ამით შეენარჩუნებინა თავისი პოზიციები ამიერკავკასიაში. დაახლოებით ასე იყენებდნენ ლიბანის შინაგან წინააღმდეგობებს სირიელები რომელთა მიზანიც იყო ლიბანში გაბატონება.

მით უმეტეს რომ სომხეთი არის ერთადერთი კავკასიური რესპუბლიკა რომელიც დარჩა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში და თავის ტერიტორიაზე რუსებს უპირობოდ დაუტოვა მათი სამხედრო ბაზები.

მაგრამ ერევანის ლიბერალური პოლიტიკა რომელიც მშვიდობას მოითხოვს რამდენადმე აფერხებს მის მოქმედებას ყარაბაღის მიმართულებით და ის იღებს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის შუამავლობას.

მაგრამ ყარაბაღის სომხები რუსული იარაღით და ნაწილობრივ ნარკოტიკით ვაჭრობის შედეგად მიღებული ფულით შეიარაღებული დაშნაკების ხელმძღვანელობით და რუსეთის ჯარების დახმარებით ერევანის დახმარების გარეშეც ახერხებენ 1992 წელს სტეპანაკერტიდან ერევანისკენ მიმავალი გზის გახსნას.

ეს გამარჯვება ხანმოკლე იყო და გადაიქცა აზერბაიჯანულ-რუსულ შეტევად და “ყარაბაღის პარლამენტის თავმჯდომარის” მკვლელობად.

ერევანისა და რუსების ურთიერთობათა დათბობამ შეზღუდა ეს შეტევა, დაიცვა სტეპანაკერტი და გამოიწვია ანკლავის ჩრდილოეთში გეტაშენისკენ სომხური შეტევის მარცხი...
ელცინისა და დაშნაკებისადმი სიმპატიით განწყობილი რუცკოის ორთაბრძოლის ფონზე ლევონ ტერ პეტროსიანმა ერევნიდან გააძევა ჰ. მარუხიანი (მანვე დაშნაკები გამოაცხადა კგბ-ს აგენტებად, ჩაყარა ციხეებში და ეს პარტია აკრძალა სომხეთში, მთარგმნელი).

ჩაიშალა სომეხთა რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის ტრიუმფალური ყრილობა რომელიც ერევანში უნდა გამართულიყო 1992 წლის ივლისში და ის ბოლოს და ბოლოს გაიმართა ტურში.

ესაა სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის და მისი რევოლუციის დასასრულის დასაწყისი როგორც ერევანში ისე სტეპანაკერტში, თუმცა კიდევ იქნება ბნელი, საეჭვო და საზიზღარი შემთხვევები.
საეჭვო ვითარებაში საბერძნეთში დაიღუპა ჰ.მარუხიანი.

ტერ-პეტროსიანის ულტრალიბერალურ, კარტონის დემოკრატიით და კორუფციით შეფერილ და აზერბაიჯანთან მშვიდობის პოლიტიკას დაუპირისპირდა “სოციალური წინააღმდეგობა” რომელმაც მას უბიძგა თანამდებობიდან გადადგომისკენ. ერევანში გაიმარჯვა რობერტ კოჩარიანმა, ადამიანმა რომელიც ტერ პეტროსიანმა გამოიყენა სტეპანაკერტში დაშნაკების წინააღმდეგ.

რას შეიძლება შევადაროთ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი და მისი თავგადასავლები?
სიონიზმს?... ვერა იმიტომ რომ ებრაელებს სახელმწიფო დაკარგული ჰქონდათ და სომხებს კი მათ მიერ გადატანილი გენოციდის მიუხედავად საბჭოთა იმპერიაში ჰქონდათ ერთგვარი სახელმწიფო და საზოგადოება საიდანაც დაშნაკები აბსოლუტურად იყვნენ გარიცხულნი.

ერევანთან დაპირისპირებულ დაშნაკებს მოსკოვის დახმარების იმედი ჰქონდათ ადრეც და განსაკუთრებით სომხეთის დამოუკიდებლობის მომხრე, ლიბერალური და პროდასავლური სომხური მოძრაობის გაჩენა-გაძლიერების შემდეგ.

სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი იყო სოციალიზმის, დიდად მოჩვენებითი პანთურქიზმისაგან დამცველი საბჭოთა კავშირის შიგნით მის მიერ სომხურად მიჩნეული ტერიტორიების გაერთიანების მომხრე.

შეიძლება თუ არა შევადაროთ დაშნაკცუტიუნი პალესტინის განთავისუფლების (ანუ კგბ-ს მიერ ბალაშიხაში გაწვრთნილი არაფატის, მთარგმნელი) მოძრაობას? გარკვეულწილად კი.

დაშნაკებმა დიდხანს იცხოვრეს ტერიტორიებს მოწყვეტილ დიასპორაში. ისინი მისდევდნენ ტერორიზმს, მათი ჰაიტადისტური კულტურული რევოლუციის მეთოდები აშკარად საშუალო აღმოსავლურია.

მაგრამ1920 წლის სევრის ხელშეკრულება აღარაა დღის წესრიგში და საერთაშორისო წესრიგი არ აყენებს ეჭჭს ქვეშ ქემალისტური თურქეთის საზღვრებს; იქ აღარაა სომხური მოსახლეობა და გენოციდის აღიარებაც პრობლემატურია. სომხებს ვერ ექნებოდათ უფრო ანტითურქული მაგრამ პალესტინაზე და შინაგანი უთანხმოებების დაძლევაზე კონცენტრირებული პანარაბიზმის იმედიც.

სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი ნაწილობრივ შეიძლება ბევრ რამეს შევადაროთ მაგრამ ის მაინც შეუდარებლად თავისთავადია...  
(უნივერსიტეტი პარიზ X-ნანტერის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ჟან-მარი დემალდანი).
// გაგრძელება იქნება//
  

No comments:

Post a Comment