August 5, 2011

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-8 :

ლიბანი, სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის ცენტრი.
თავი პირველი :
ძირს თურქეთი (1972-1981) :  
ჰაიტადიზმის კულტურული რევოლუციის ინსტრუმენტად იქცნენ ლიბანელი სომხები და მისი მიზიდულობის ცენტრია ბეირუთი.  200 000 ლიბანელი სომეხი შეადგენს მთელი სომხური დიასპორის ყველაზე ინსტიტუციონალიზებულ თემს, რასაც ხელს უწყობს ლიბანის თავისებური,კონფესიიონალიზმზე და თემების თანაარსებობაზე დაფუძნებული სისტემა. ის  უზრუნველყოფს ქრისტიანების და მაჰმადიანების
ძალაუფლებათა წონასწორობას. სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა მთელ დიასპორაში თუ არა ლიბანში მაინც.

   ლიბანი კი 1960-ან წლებში იქცა მთელი საშუალო აღმოსავლეთის ეკონომიკური და ფინანსური აქტივობის ცენტრად.
  წმინდა საყდარი ანტელიასში, მთავარი სომხური სასკოლო დაწესებულებები და სომხური დიასპორის პოლიტიკური და კულტურული ორგანიზაციების ცენტრალური ორგანოები ეხლა არის მცირე სომხეთად წოდებულ ბეირუთში ?
  ომის შემდგომ ყრილობაზე ლიბანელი დაშნაკები განამტკიცებენ ბატონობას დაშნაკცუტიუნის აპარატზე : დაშნაკცუტიუნის მსოფლიო ხელმძღვანელობა მეტწილად ლიბანურია. 1959 წელს შექმნილი დაშნაკური მონეტარული ფონდი ბეირუთშია ცენტრალიზებული, ისევე როგორც დაშნაკური პრესა და მასობრივი ორგანიზაციები.

   ჰაიტადისტური კულტურული რევოლუცია პირველ რიგში ჩანს როგორც ლიბანის დაშნაკთა ზრდის კრიზისი . დაშნაკები გაყოფილები არიან ძველ კონსერვატულ გვარდიასა და ახალ პროგრესისტულ,პალესტინური წინააღმდეგობით შთაგონებულ და თურქეთის წინააღმდეგ შეიარაღებული ბრძოლის მომხრე თაობას შორის. მაგრამ ყველაფერს აზარალებს 1970-ან წლებში ლიბანს თავს დამტყდარი ეკონომიკური კრიზისი.
   ორივე ტენდენცია თანხმდება იმაზე რომ პარტიის გასაშუალოაღმოსავლუროება არის აუცილებლობა რომელმაც უნდა მოახდინოს მისი სიტყვის მორალიზაცია და  სომხური დიასპორული თემების გაერთგვაროვნება.

1. ტერორიზმის გენეზისი :

   ამ რადიკალური ტეხილის მსურველებს სურთ ყველაფრის შეცვლა და ეს ეხება ეროვნული ცხოვრების ყველა სექტორს. ძველი მეთოდები უარყოფილია,მონაპოვრები გაუფასურებულია. სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი ხელში ჩაუვარდა ხელმძღვანელთა ახალ თაობას რომელიც მზადაა თურქეთთან ანგარიშსწორებისთვის და პარტიის სტრუქტურისთვის დინამიზმის მიცემისთვის :
   სოციალიზმი, დიასპორიზმი,ტერორიზმი,ნაციონალიზმი,გენოციდის აღიარება, ყველა ამ თემას აქვს ადგილი მათ სრულიადდაშნაკურ ჩანაფიქრში.
   1960-ან წლებში დაშნაკთა ხელმძღვანელებმა გაახსენეს საზოგადოებას სომხური საკითხი და მისი ევოლუცია თითქოს კარგად დადგენილი იყო. დაშნაკთა სისტემა იმდენად იყო ლიბერალიზებული რომ ისევ გამოჩნდა ზოგი ბურჟუაზიული ტენდენცია რამაც გააღიზიანა ყველაზე დოქტრინარი დაშნაკი.

  არც აღმოსავლეთი და არც დასავლეთი :

  სწორედ ამ ბურჟუაზიული ტენდენციებისთვის ბოლოს მოსაღებად მიიღო სომხურმა რევოლუციურმა ფედერაცია დაშნაკცუტიუნმა ჰაიტადისტური კულტურული რევოლუცია მის XX ყრილობაზე რომელიც ჩატარდა 1972 წლის 10-23 დეკემბერს.  ის ჩატარდა დასავლეთ-აღმოსავლეთის ნეიტრალობის განმასახიერებელ ვენაში. იქ წარმოდგენილი იყო დაშნაკთა ყველა მიმართულება.

მშვიდობიანი თანაარსებობის ხანა  ხელსაყრელია კავშირის დიდი ყრილობის ჩასატარებლად მით უმეტეს რომ სომხური საკითხის განვითარების ბოლო მომენტები თითქოს იძლევიან სხვა კარგი შედეგების დაპირებას.
  აშშ და სსრკ 1972 წელს თანხმდებიან სტრატეგიული იარაღის შეზღუდვის თაობაზე. კავკასიის რესპუბლიკებში მოგზაურობისას ბრეჟნევი ერევანში წარმოთქვამს შემრიგებელ სიტყვას.
  სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ნ.არუთუნიანი 1970 წელს აცხადებს რომ სომხეთს შეუძლია საბჭოთა კავშირის გარეშე ცხოვრება თუ კი მას ამის საშუალებას მისცემს მისი ეკონომიკური ძალა.
  იმავე 1970 წელს სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის პირველმა მდივანმა ა.კოჩინიანმა მოსკოვში მოითხოვა ზემო ყარაბაღის სომხეთთან შეერთება.

   სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი კი
    1971 წელს, რამოდენიმე თვით ადრე მის ყრილობამდე, ერევანში აგზავნის თავის გენერალურ მდივან ადურ კაბაკიანს და ლენინს აღიარებს « ჰუმანისტური სულისკვეთების დიდ ინტელექტუალად ».  ის საბჭოთა კავშირში ხედავს მხოლოდ მოწინააღმდეგეს და არა მტერს.

   ლიბანში დაშნაკები ინარჩუნებენ კავშირს ფალანგისტებთან და 1970 წელს მონაწილეობენ სახელმწიფოს სათავეში ს. ფრანჟიეს არჩევაში. მაგრამ 1972 წელს მარონიტების კეთილგანწყობით იზრაელის თავდასხმამ სამხრეთ ლიბანზე შესძრა დაშნაკები და ჰენჩაკთან და რამგავართან ალიანსით ძლიერ დაშნაკებს მისცა 1972 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ფალანგისტების მეურვეობისგან თანდათანობით განთავისუფლების საშუალება.
  შავი სექტემბრის პალესტინელთა სასაკლაოთი აღშფოთებულმა დაშნაკმა ახალგაზრდობამ სომეხთა ბედი დაუკავშირა პალესტინელთა ბედს და ეს მიუხედავად იმისა რომ პალესტინელთა მასიურმა დასახლებამ ლიბანში შეარყია დაშნაკებისთვის ძვირფასი ეროვნული პაქტის საფუძვლები.
   სირიაში, სადაც სომხური რევოლუციური ფედრაცია ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე აკრძალული იყო აშშ-სთვის სასარგებლო ანტიკომუნისტური ჯაშუშობის გამო  მან ფორმალური არსებობის უფლება მიიღო მისადმი მორჩილი ეროვნული უმცირესობებისთვის ხელის შემწყობი ახალი ლიდერი ჰაფეზ ელ ასადის წყალობით. ამ ხერხით ის ინარჩუნებდა ქვეყნის ეთნიკურ წონასწორობას.

  ირანში სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი შაჰის მოკავშირეა და სომხური საქმეების გასაძღოლად ეყრდნობა 5 მინისტრის მოადგილეს და ორ დეპუტატს ირანის პარლამენტში.
  საფრანგეთში დაშნაკები 1972 წელს მხარს უჭერენ სოციალისტური პარტიისა და კომპარტიის საერთო პროგრამის ხელმოწერას და მჭიდრო კავშირს ამყარებენ ფ.მიტერანის სოციალისტურ პარტიასთან.
 სომხური რევოლუციური ფედერაცია საბჭოთა კავშირიდან გაძევებული სოციალისტური პარტიაა და ამიტომ მას ჯერ არ იღებენ სოციალისტურ ინტერნაციონალში მაგრამ მან იცის რომ მისი ბრახაბრუხის პოლიტიკა ესმით მოსკოვში და ერევანში.
   აშშ-ში 1972 წელს ვაშინგტონის წახალისებით შეიქმნა სომხური ზეწოლის ჯგუფი « ამერიკის სომხური ასამბლეა » რომლის წევრებს შორის იყვნენ დაშნაკები და რამგავარები და  რომლის მიზანიც იყო სომხური საკითხის გატანა ამერიკის პოლიტიკურ სცენაზე.
 1971 წელს გაეროში გენოციდის საკითხის შესწავლა დაავალეს რუანდელ ნიკომედ რუჰაშიანკიკოს, რამაც გაამხნევა სომხური საკითხის დაცვის კომიტეტი.
  სამაგიეროდ თურქეთი კატეგორიულად უარყოფს გენოციდის რეალობას და ცდილობს ისტორიის გაყალბებას. ეს გადაიქცა ფაქტების უარყოფის სტრატეგიად. ლიბანში თურქეთი 1970 წელს აგებს სასამართლოს სადაც სომხურ პრესას ბრალად ედებოდა « ცილისწამება თურქეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ ». იმავე წელს თურქეთმა ვერაფერი გააწყო არგენტინაში რომლის მთავრობამაც აღიარა სომხური გენოციდი. 1970 წელს ურუგვაის პარლამენტმა მიიღო სევრის ხელშეკრულების სასარგებლო რეზოლუცია.

              დიასპორიზმი, სოციალიზმი,ტერორიზმი :
    სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის XX ყრილობა ყურადღებას უთმობს სამ მთავარ საკითხს :
1. დიასპორაში სომხური ეროვნული მეობის შენარჩუნება,წინააღმდეგობის გაწევა დასავლეთში ასიმილაციის მორევისთვის...
2.  სოციალიზმის თაობაზე 30-წლიანი დუმილის შემდეგ ყრილობამ გახსნა დებატი პარტიის პროგრამაში მისი დაბრუნების შესახებ...
  ყყრილობამ დაადგინა რომ სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის მიზანი ამიერიდან უნდა იყოს სოციალისტური სომხეთი...
3. კომისიაში საკითხის განხილვის შემდეგ ყრილობამ განაცხადა რომ « აუცილებელია თურქეთის სომხეთის მიწების განთავისუფლებისათვის ბრძოლის გაძლიერება და ამისათვის ყველა საშუალების გამოყენება » (სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის ყრილობის დადგენილებები, ვენა,1972). ეს კი ნიშნავს შეიარაღებული ძალის გამოყენებას.
  სამხედრო საბჭომ მოახდინა მისი სტრუქტურების რეორგანიზაცია და შექმნა სომხური გენოციდის შურისმაძიებელთა ჯგუფი-კომანდოები.
  ტერორიზმისკენ მიბრუნების მოთავეა ჰ.მარუხიანი რომელმაც 1971 წელს ბეირუთში შექმნა დაშნაკების და ჰენჩაკების აქტივისტების პირველი ბირთვი რომელსაც ევალებოდა ტერორიზმის ტექნიკათა და თურქეთის სამხედრო პოტენციალის შესწავლა...
  ტერორიზმის ბუნება :
... ტერორიზმი განასახიერებს მტერი-მეგობრის დუალიზმზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კონცეფციას. მაგრამ სომხურ კოლექტიურ არაცნობიერში დიაბოლიზებული ელემენტებიდან გენოციდის შემდეგ უბედურებათა ჯაჭვში ექვივალენტი არ ყოლია თურქ მტერს. თანამედროვე დანაშაულებები, თურქების მიერ მოწყობილი სომხური ტრაღედიები სომხებში აღვიძებენ კოშმარებს. დაუსჯელად დარჩენილი ეს დანაშაულები სომხური მეობის ნაწილის შემადგენელ კატასტროფიზმს განუყოფლად აკავშირებს თურქ მტერთან.
  ეს ჩანს ზემო ყარაბაღისთვის გამართულ კონფლიქტშიც როდესაც სომეხი ებრძვის თურქთან გაიგივებულ აზერბაიჯანელს... ( გაგრძელება იქნება).

No comments:

Post a Comment