August 5, 2011

გაიძ მინასიანი, სომხური ომი და ტერორიზმი-4 :

ჰაიტადიზმი არის რეალური სამყაროს სიმკაცრისა და ეთნიკური მოსპობის ფსიქოზის შეხვედრის შედეგი...
თავისი იდეების, ღირებულებებისა და მითების მქონე ჰაიტადიზმი, ეს ეროვნული მოძრაობა, გამოხატავს ერთ მოთხოვნას : ახალი სომეხი ერისა და მის ისტორიულ ტერიტორიებზე ახალი სომხეთის შექმნის მოთხოვნას. 

შესავალი 2:
ჰაიტადიზმი და სომხური რევოლუციური ფედერაცია:
თანამედროვეობასა და ტრადიციას შორის მოქცეული ჰაიტადიზმი ჩაფიქრებულია სომეხთა ახალ პარადიგმად და სოციოლოგიად და ქმნის სისტემას. მისი იდეების, ღირებულებებისა და მითების მქონე ეს ეროვნული მოძრაობა გამოხატავს ერთ
მოთხოვნას, ახალი სომეხი ერისა და მის ისტორიულ ტერიტორიებზე ახალი სომხეთის შექმნის მოთხოვნას.
   არადა ეს სომხური სამყარო აღარ არსებობს და, რევოლუციას სურს მისი აღორძინება და იმედი აქვს თავისი ყველაზე სრული იარაღისა, თურქეთის რეგიონალისტური პარტია არმენაკანის (1885) და რუსეთის მარქსისტული პარტია ჰენჩაკის (1887) შემდეგ შექმნილი სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნისა.
  მისი დამფუძნებელი ქრისტაპორის ალქიმიის წყალობით სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის მიზანია თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სოციალისტური სომხეთის აგება.
 Eესაა გაჩენა რევოლუციური უტოპიისა რომელმაც უნდა შეახსენოს სომხებს დამფუძნებელი საწყისი და ისინი გადაიყვანოს გამომსყიდველ მიღმიეთში.
    პროფეტიზმსა და ესქატოლოგიას შორის მოქცეული სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნი არის დახურული ადგილი რომელიც რეალურ დროს აქცევს არა—დროდ. ესაა ცა დაკნინებულ დეკადენტურ მიწაზე სადაც ყველა სომხის მამა ჰაიკის შვილებს მოუწოდებენ ერთ მთლიანობაში გაერთიანებას. ამ მთლიანობაში მეფობს მშვიდობა და თავისუფლება მაგრამ ასევე ომი და ტერორიზმი.
  ჰაიტადიზმი არის რეალური სამყაროს სიმკაცრისა და ეთნიკური მოსპობის ფსიქოზის შეხვედრის შედეგი.
  სომხური რევოლუციური ფედერაცია დაშნაკცუტიუნის სული მომწყვდეულია ომსა და მშვიდობას შორის. მსოფლიო დაძაბულობათა გამწვავების შემთხვევაში ის კარგავს თავის წონასწორობას და განმუხტვის შემთხვევაში იბრუნებს წონასწორობას და გადაიქცევა საერთაშორისო ურთიერთობათა მიკროსივრცედ სადაც მშვიდობის ეთიკა უპირისპირდება დიდი სომხეთის შესაქმნელად ომის ეთიკას.
  1920 წლის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობა კრძალავს სტრატეგიული რუკების გადასინჯვას. დაშნაკთა დოქტრინა უპირისპირდება ამას და არღვევს დადგენილ საზღვრებს. ამიერიდან არის მხოლოდ ერთადერთი სომხეთი და არა ორი, რუსეთის და თურქეთის სომხეთები. ეს მოდელი მასში შეიცავს მსოფლიო მშვიდობისთვის საშიში რეგიონალური არასტაბილურობის საფრთხეს...
  «  რევოლუციის სული » ქრისტაპორი  (დაშნაკცუტიუნის ორგანო « დროშაკ »,1930 წლის მარტი) ცხოვრობს რევოლუციის მოსახდენად. რევოლუციის სამსახურში დგომა არაა მსხვერპლის გაღება ; ესაა ბრძოლის ეთიკა და ასკეტური სტილი რომელსაც მიიღებს ის თვითონ და დააძალებს თავის მიმდევრებს. ქრისტაპორის მიერ არჩეული გზიდან გადახვევა არ შეიძლება : რევოლუცია პროვიდენციალური ქმნილებაა და ქრისტაფორი არის მისი წინასწარმეტყველი...
   მაგრამ განა ყველა სომეხი რევოლუციონერია ან მოწოდებულია რევოლუციონერობისკენ ? ქრისტაპორს თითქოს სჯერა ამისა და ეს აჩენს პრობლემას: მტრები განა მხოლოდ უცხოელები არიან?   უეჭველად.
    ქრისტაპორმა და მისმა მემკვიდრეებმა დაუშვეს შეცდომა, სომხური რევოლუციური ფედერაცია გააიგივეს ჰაიტადიზმთან, ორგანიზაცია გააიგივეს მოძრაობასთან გაგრძელება იქნება) .

No comments:

Post a Comment